(რეზონანსი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტაების შეკითხვებს პასუხობს. მან ალექსანდრე ქანთარიას შეკითხვას, უკრაინიდან შემოსულ ბოევიკებსა და მათ დაკავებაზე უპასუხა.
"ბოევიკები ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა, ძალზეც სპეციფიური გამოცდილების ხალხი იყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. მცდელობები იყო სახმელეთო საზღვრიდან იგივე პირების შემოსვლების.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა დანაშაულს - ეს სერიოზული პრობლემაა, იყო ცვლილებები მიღებული, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
უახლოეს პერიოდსი მოგვიწევს კიდევ ერთხელ დასხდომა და მათ მიმართ გარკვეული სისტემების მომზადება. დღეს ფაქტობრივად არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ბავშვები, 14 წლამდე, რომლებიც სჩადიან დანაშაულს, ფაქტობრივად ყურადღების გარეშე გვყავს დარჩენილი. შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც სერიოზულად დაკავდება ამ საქმით. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ საკითხზე მსჯელობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.