რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) ველისციხის ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მწვავე კორონალური სინდრომით და მაღელი არტერიული წნევის მაჩვენებლით არის მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიოლოგის დაკვირვებას 48 საათის განმვალობაში.

"პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს მწვავე კორონალური სინდრომით და მაღალი არტერიული წნევით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიომონიტორულ დაკვირვებას. იმყოფება კარდიოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი იკვეთება, თუმცა საჭიროებს 48 საათის განმავლობაში კარდიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას," - განაცხადა რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ნინო ფურცელაძემ.

ამასთან, ცნობილია, რომ ქეთევან მირიანაშვილს ბარალს, საავადმყოფოში დღის ბოლომდე ოფიციალურად წაუყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×