რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ დაკავებულის შვილმა განაცხადა, რომელიც კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტთან იმყოფება.

დავით მირიანაშვილი აცხადებს, რომ დედამისს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს და არც აქვს ინფორმაცია, როდის წაუყენებენ ბრალს.

მისივე თქმით, გამოძიების 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაწყებას ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ქეთევან მირიანაშვილს პოლიციის მანქანა განზრახ არ დაუზიანებია.

"მეორედ ვარ აქ და ვერ ვნახე ამ დრომდე. დღეს ვითომ ბრალი უნდა წაუყენონ, მაგრამ ახლა აქ პოლიციაში მეუბნებიან, რომ ცუდად იყო და საავადმყოფოში გადავიყვანეთო. ვანახე კადრები და ნამდვილად დააშავა, თუმცა განზრახ არ დაუზიანებია მანქანა. ის მშვიდობიანად გადაადგილებას ითხოვდა. ადვოკატიც არ გვყავს, არ გვაქს ამის საშუალება. მხოლოდ დედა მყავს და ვითხოვ მის გათავისუფლებას. პირადი ნივთები მოვუტანე და იმედია ვნახავ," - განაცხადა დავით მირიანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×