რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) "ძალიან გთხოვთ, გულწრფელად მიპასუხეთ, მელიას რომ ეუბნებოდით, აბა, ჩამოდი, გავიდეთო, აი, სად მიგყავდათ? - ყველას აინტერესებს" - ამ შეკითხვით მიმართა იუმორისტული გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ირმა ინაშვილს, გადაცემაში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად", რაზეც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა უპასუხა:

„ჩინეთის ელჩმა ძალიან კარგი ჩაი მაჩუქა და ჩაიზე ვეპატიჟებოდი, რადგან ჩინური ჩაი ნერვებს ამშვიდებს და ცოტა ხნით კაბინეტში დავპატიჟებდი ჩაიზე და ვისაუბრებდით ხელოვნებაზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ინაშვილს ხუმრობით ჰკითხა, თუ რა ჰობი აქვს მას ნიკა მელიასთან ჩხუბის გარდა, რაზეც რესპონდეტნმა მიუგო, რომ მისი ინტერესი - სპორტული აქტივობა და სიმღერაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×