რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოში გრიპის ვირუსი გააქტიურდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოაგდოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიც ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის.

"მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში.

განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×