რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) აშშ-ში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, 41 წლის ქართველ "კანონიერ ქურდს" რაჟდენ შულაიას, იგივე რაჟდენ პიტერსკის 45 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ შულაიას ბრალი დასდო, როგორც „აღმოსავლეთევროპული დანაშაულებრივი დაჯგუფების მთავარ ბოსს, როგორც ნიუ-იორკში ასევე აშშ-ის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე." ბრალდების მხარე შულაიასთვის თავისუფლების 65 წლით აღკვეთას ითხოვდა.

რაჟდენ შულაიას თავისუფლებაზე გამოსვლა მინიმუმ 70 წლის ასაკში მოუწევს, სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული, რომელიც მან 2010 წელს დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×