რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) რამ­დე­ნი­მე დღეა აფხა­ზეთ­ში 2002 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას ეძე­ბენ. ქსე­ნია ვო­რო­ბე­ვა მე-9 კლა­სე­ლია. ის მიმ­დი­ნა­რე წლის 18 დე­კემ­ბრის დი­ლას გა­ვი­და სახ­ლი­დან და დღემ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მას ლურ­ჯი ფე­რის სას­კო­ლო ფორ­მა და შავი ქურ­თუ­კი ეცვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა aiaaira.com აფხა­ზე­თის ე.წ შს სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლო­ე­ბა ცდი­ლობს, ოჯახს და­ეხ­მა­როს და ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლოს.

სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­ლის, სო­ხუ­მი­სა და გაგ­რის სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ და შე­სა­ბა­მი­სი "უწყე­ბე­ბი­დან" დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ე.წ. შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ სი­ტუ­ა­ცი­ას სა­მი­ვე რა­ი­ონ­ში და მსგავ­სი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

"გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გო­გო­ნას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და სკო­ლა არ კონ­კრეტ­დე­ბა, თუმ­ცა, აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და გო­გო­ნას ოჯახს ყვე­ლას იც­ნობს. სა­ცო­და­ვი ვახ­ტან­გი ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია და არც იმ­დე­ნი ფული აქვს, რომ გა­მო­სას­ყი­დი მოს­თხო­ვონ", - ამ­ბობს გუ­და­უ­თე­ლი ვა­ლია ბგან­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, გო­გო­ნა ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით რომ ყო­ფი­ლი­ყო მო­ტა­ცე­ბუ­ლი, მათ ამ დრომ­დე სი­ძის ოჯა­ხი და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და.

"და­ცუ­ლე­ბი არ ვართ, მო­ზარ­დე­ბი კი არა, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ვართ უსაფრ­თხოდ - უკვე ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის უნა­რი დავ­კარ­გეთ. ამას წი­ნა­თაც ეძებ­დნენ 12 წლის გო­გო­ნას, თუმ­ცა, გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი არ იყო და არც ვი­ცით, იპოვ­ნეს თუ არა. ჩვე­ნი შსს მი­ნის­ტრი ამ­ბობს, მი­ლი­ცი­ას რას სთხოვთ, ფეხ­საც­მე­ლიც კი არ აქვთ, სამ­სა­ხურ­ში რომ ია­რო­ნო", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვარ­ლამ მა­ი­ა­კე­ლი.

წყარო: AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×