რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) ეკონომიკისა და მდგრადი განვითერბის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული, სკანდალის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.

ყოფილი მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდა მასთან პროკურატურას და რატომ მოუწია საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მისვლა.

ქუმსიშვილის განცხადებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება აღარ არის აქტუალური.

კითხვაზე: „ხომ არ ერჩიან იმის გამო, რომ ის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო, რომლის მთავრობის მუშაობა „ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა". ქუმსიშვილი პასუხობს, რომ "მგონია არავინ არ მერჩის".

"მე პოლიტიკიდან წავიდი. მგონია, რომ არავინ არ მერჩის" - ამბობს ქუმშიშილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×