რეზონანსი
21.12.2018

 (რეზონანსი) არიან ადამიანები, რომელთაც ყოველგვარმა პოლიტიკურმა მოვლენამ უნდა აუაროს გვერდი იმიტომ, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებული როლი და წვლილი მიუძღვით ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში - ასე ეხმაურება ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დავით ოქიტაშვილის განცხადებას, რომელიც ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს.

კალანდია ამბობს, რომ ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ბალეტმა ოქროს ხანას მიაღწია:

"ნინო ანანიაშვილის გარეშე წარმოუდგენელია ოპერისა და ბალეტის თეატრი და რომლის ხელმძღვანელობითაც ქართულმა ბალეტმა მიაღწია ოქროს ხანას. ჩემთვის ნინო ანანიაშვილი არის ხელშეუხებელი ფიგურა", - ამბობს კალანდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×