გვიან ღამემდე გაგრძელდა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხანა „თურალ გრუპის" დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი მენეჯერის რაფიქ ბაირამოვის დაკითხვა, რომელსაც თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ. ეროვნებით აზერბაიჯანელმა მოქალაქემ პოლიციას დეტალურად მოუყვა, გუშინ ქარხანაში განვითარებული მოვლენები:
„თურალ გრუპში" 3 შეიარარბული პირი იარაღით შეიჭრა, ფიზიკურად გაუწორდა ბაირამოვს, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 50 000 ლარი გამოსძალა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები "ნიუპოსტთან" კომენტარს არ აკეთებენ.
დამნაშავეთა ჯგუფმა ზუსტად იცოდნენ კომპანიის მუშაობის განრიგი, შესასვლელი კარები და ის რომ „თურალ გრუპში" თანხა ინახებოდა. სამართალდამცავებმა საწარმოში და ახლომდებარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კჯამერებიდან ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
ქარხნის დირექტორი მაია მიქავა ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა, რადგან ის თბილისში იმყოფებოდა.
"გზაში ვიყავი, როცა დამირეკეს თანამშრომლებმა და მითხრეს - ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანები შემოვარდნენო. ყველა ერთ ოთახში შეუყრიათ, ტყვიაც უსროლიათ. მენეჯერს ტყვია ასცდა, მაგრამ სასტიკად არის ნაცემი. თავის არეში აქვს დაზიანებები" - აცხადებს მიქავა.