რეზონანსი
21.12.2018

 კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილთან მიმართებით მას უარყოფითი განცხადება არ გაუკეთებია და მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„მინდა ბოდიში მოვუხადო მკითხველს, მსმენელს, რადგან სხვადასხვა საიტებმა სხვადასხვანაირად აიტაცეს და ისე გამოიტანეს სათაურში, რაც უნდოდათ. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და თავისი სფეროსთვის.

ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, ბატონო დავით, ქალბატონი ნინოს მეუღლე, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობას მოითხოვს, რომ ეს ხელისუფლება არის კრიმინალების, შეიძლება, რომ ასეთ თანამდებობაზე იყოს ნინო ანანიაშვილი და მათგან იღებდეს ხელფასს? რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არის ძალიან ცუდი. თუ ხელისუფლება არის კრიმინალი, თუ ხელისუფლება არის დასამხობი და მისი მეუღლე ამას იძახის, მაშინ ის ამ განცხადებას უნდა გაემიჯნოს. ღმერთმა დამიფაროს, მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ“, - განაცხადა ოქიტაშვილმა.

დღეს ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაიწყებს პერმანენტულ აქციებს, რათა ოპერა გათავისუფლდეს ვაშაძეებისა და ანანიაშვილების კლანისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×