რეზონანსი
20.12.2018

 ცოტა ხნის წინ ზუგდიდში თხილის ქარხანა "თურალ გრუფს", დაახლოებით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და 50 000 ლარი წაიღეს. ქარხნის დირექტორის მაია მიქავას ინფორმაციით, საღამოს რვა საათისთვის რამდენიმე ნიღბიანი ცეცხლსასროლი იარაღებით ქარხანაში შეიჭრა.

"ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ, ყვირილით, ძირს დააწვინეს, ერთ-ერთს იარაღი ჩაარტყეს თავში და საავამდყოფოშია გადაყვანილი. ერთმა ნიღბიანმა კი გაისროლა და ოდნავ ასცდა, რომ ჩვენს თანამშრომელს მოხვედროდა. ფაქტობრივად, დღისით, მზისით", - აღნიშნა მაია მიქავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში თხილის ქარხანის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×