რეზონანსი
20.12.2018

 ვალეში,ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე 1961 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. ვალეში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვ.კ. ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას. 

დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას", - განუცხადეს პრაიმტაიმს შსს-ში. 

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×