რეზონანსი
20.12.2018

 მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. “ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.

მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×