რეზონანსი
20.12.2018

 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2019 წელს დაძაბულობა მოიმატებს, “ნაცმოძრაობა” არ მოისვენებს. როგორც მან “აიპრესთან” ინტერვიუში აღნიშნა, სააკაშვილი და მელია მშვილდოსნები არიან, ენერგია მოჭარბებული აქვთ:

"მიშას ხომ ხედავთ რა დღეშიც არის, ვერ აჩერებენ. ენერგია მოჭარბებული აქვს, აღარ იცის სად წაიღოს. მიშას ცოტა ყურადღება უკრაინაზე აქვს გადატანილი იმიტომ, რომ იქ ახლა არჩევნები იმართება, დიდია შანსი გაიმარჯვოს მისმა პროტეჟემ – ტიმოშენკომ, ამის შემდეგ მან შეიძლება გამოკრას ხელი რამე თანამდებობას. ამიტომ მთელი ყურადღება მაინც იქით აქვს. საქართველოსთვის მაინც ბოლომდე ვერ იცლის. მაისის შემდეგ როცა იქ დამთავრდება არჩევნები, მერე გამოჩნდება. იქიდან, რომ რაღაცას უხელმძღვანელებს და მისცემს განკარგულებებს, ეს ფაქტია.

კიდევ ვხედავთ ერთ მშვილდოსანს, რომელიც ძალიან აქტიურობს, ნიკა მელიას ვგულისხმობ. ვერ აჩერებენ ამ კაცს, მოჭარბებული აქვს ენერგია. აღარ იცის რა ქნას. ყველაზე აქტიური და ყველაზე აგრესიულია.

საქართველოსთვის რთული წელი იქნება. საფინანსო და საბანკო კუთხით იქნება სერიოზული ცვლილებები და მზად არ ვიქნებით. ვალუტა მერყევია. ძალიან ბევრ თანამდებობის პირს მოხსნიან, იქნება დაძაბულობა. იქნება საზოგადოებაში კონფრონტაცია. იქნება შეტაკებები, მიტინგები და ა. შ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ მოისვენებს. დამთავრდა, ახლა მაგათი დროა. ლიდერები ჰყავთ მშვილდოსნები, ამიტომ დაძაბულობა იქნება, პრობლემები იქნება" - აღნიშნა ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×