რეზონანსი
20.12.2018

 (რეზონანსი) ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს, უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ- ამ განცხადებას ეკონომიკის მინისტრი აკეთებს. გიორგი ქობულია არ ეთანხმება პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს:

„არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა: ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება. ჩენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვვითარდებოდით, ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით - შემოსავლები იზრდება. ჩვენ ყოველწელს და ყოველთვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ...

არ მინდა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგებით. ჩვენ გვინდა ბევრად მეტი, ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, რომ მეტი გავაკეთოთ. გვინდა მეტი, მაგრამ ეს მეტი უნდა იყოს რეალისტური მოლოდინები. ამ მეტის გაკეთებას უნდა რაღაც განსაზღვრული ტემპი და დრო. უკეთეს ცხოვრებაზეც მოგახსენებთ - მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, იმფლაცია ქვეყანაში არის არაუმეტეს 2 - 2.5%-ისა. რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაც პროდუქციაზე დაეცა...შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა" - განაცხადა მინისტრმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×