რეზონანსი
20.12.2018

 (რეზონანსი) "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავსუფლდეს ნინო ანანიაშვილის კლანისგან", - განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დავით ოქიტაშვილის ამ განცხადებამ ბევრის აღშფოთება გამოიწვია, მათ შორისაა ცნობილი ქართველი მსახიობი ზურა 

- რა სისულელეა, რატომ უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილი ამიხსენით?! მისი მეუღლე რა განცხადებებსაც აკეთებს, ნინო რა შუაშია?! თუ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია, მაშინ თვითონ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიჭირონ! ყველაფერს ნუ ავურ-დავურევთ საქართველოში ერთმანეთში! ნინო ანანიაშვილი ამხელა პროფესიონალია, თავის საქმეს აკეთებს და მას რატომ უნდა შევეხოთ, რა უაზრობაა?! ნინო ანანიაშვილისგან რაღა გვინდა, რა არის ეს, რა უბედურებაა?! დავით ოქიტაშვილმა ვალერიანი დალიოს, დამშვიდდეს და დაწყნარდეს! არ შეიძლება სულ ჩხუბი და დავიდარაბა გვქონდეს! ახლა ნინოსაც მივწვდით, რა შუაშია ეს ქალბატონი?! დავაცადოთ ერთმანეთს არსებობა და მუშაობა და ყველას გთხოვთ, დაანებეთ რა თავი ნინო ანანიაშვილს," - განაცხადა ყიფშიძემ "კვირის პალიტრასთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×