რეზონანსი
20.12.2018

 (რეზონანსი) „მე, როგორც პრეზიდენტი, დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მე, როგორც პრეზიდენტი, დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, რადგან არ შეიძლება, ქვეყანამ არ იცოდეს, როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა ერთ-ერთი პრეზიდენტი, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ვერავინ წაშლის. ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, თუ ვერ ვიტყვით, რა მოხდა და ვერ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ამ ფურცელს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

რეპორტიორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×