რეზონანსი
20.12.2018

 ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ზურაბიშვილი და ბურჯანაძე ერთად იბრძოდნენ. ბურჯანაძის თქმით, 2011 წელს ის მარტო იყო, ვინაიდან პოლიტიკოსთა უმეტესობამ განზე დგომა ამჯობინა:

„აერია სააკაშვილს ეტყობა, რადგან „ბელა ჩაო“ იყო 2011 წლის მაისის აქციების დროს. ამ დროს ქალბატონი სალომე დიდი ხნის წასული იყო საქართველოდან. ქალბატონმა სალომემ, როცა დაინახა, რომ სააკაშვილთან ბრძოლა იყო ძალიან რთული, პირდაპირ გამოაცხადა ეს ბრძოლა რთულიაო და წავიდა საზღვარგარეთ და მშვენივრად მოეწყო სამსახურში, თავის საქმეებს აკეთებდა. ასე რომ, 2011 წელს ბურჯანაძე მარტო იყო, პოლიტიკოსთა უმეტესობა განზე იყო გასული და სააკაშვილს აერია, რადგან იმ "ბელა ჩაოს" კინაღამ გადაჰყვა მაშინ სააკაშვილი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×