რეზონანსი
19.12.2018

 უკრაინის ახალი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ეპიფანე დუმენკო აპირებს განუმარტოს და დაუმტკიცოს უკრაინელ ხალხს, თუ რატომ უნდა აღინიშნოს ქრისტეშობის დღესასწაული 25 დეკემბერს. ეპიფანემ არ გამორიცხა, რომ ახალი საეკლესიო  სტრუქტურა თანდათანობით გადავა ახალ კალენდარულ სტილზე. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს განაცხადა. 

როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი აცხადებს, მისი პირველი ნაბიჯები მიმართული იქნება გაერთიანებისკენ და არა განცალკევებისკენ.

“თუკი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადავიტანთ შობის აღნიშნვას, უკრაინელი ხალხი ამას ვერ მიიღებს. საჭიროა განვუმარტოთ, დავუმტკიცოთ. როდესაც ადამიანები გაიგებენ, რომ ეს არ არის დოგმა, ეს უბრალოდ თარიღია, მაშინ შესაძლოა ამის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა ეპიფანემ.

2017 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ 25 დეკემბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×