რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს 30 პარლამენტარი თავდებში ჩაუდგება. ამის შესახებ განცხადება, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გააკეთა.

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვს.

„პროკურატურა შუამდგომლობს დაპატიმრების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აბსოლუტურად არ შეესაბამება სამართლის მოთხოვნას, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, მით უმეტეს, დავით კირკიტაძის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე, მეტიც, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი წერილობით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ თავდებად ჩაუდგნენ ბატონ დავითს და უზრუნველყონ მისი სათანადო ქცევა და ეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტია, ჩვენ აღნიშნულ წერილობით შუამდგომლობას წარვადგენთ სასამართლო პროცესზე," - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×