რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) ბათუმის სანაპიროზე მოქალაქეებმა ზღვიდან დაახლოვებით 25 წლის ბიჭი გამოიყვანეს, რომელიც ნასვამი იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

„საღამოს მეგობრები პლაჟზე გადავედით და დავინახეთ, რომ ადამიანი შევიდა ზღვაში. იქვე, სანაპიროზე, იყო ორი ადამიანი, თავიდან გვეგონა, რომ ერთად იყვნენ და ეს ცურავდა, მაგრამ ახლოს რომ მივედით, მივხვდით, რომ ნაპირზე შემთხვევით მყოფი ადამიანები იყვნენ და ვერაფერს აკეთებდნენ, ზღვაში შესული კი წინ მიიწევდა და თან ეტყობოდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ჩასვლამდე რაღაცას ყვიროდა.

112-ში დავრეკეთ, მაგრამ სწრაფად არ მოსულან, ამ ბიჭმა კი უკან დაიწყო წამოსვლა, მაგრამ უკვე ვეღარ გამოდიოდა, კრიტიკული სიტუაცია იყო, ამიტომ შევედით და გამოვიყვანეთ, უკვე შემდეგ მოვიდა სამაშველო სამსახური კატერით," - ამბობს "ბათუმელებთან" მოქალაქე, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×