რეზონანსი
19.12.2018

PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია. 

PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და უნიკალურ საწარმოს

GM Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო 9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა. 

საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი, ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა. 

2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×