რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) დავით კირკიტაძის ადვოკატმა გურჯაანში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გზავნილი გააცნო.

"სამართლიანობისთვის ბრძოლაში, არც ერთი ნაბიჯით უკან - ეს არის მისი სიტყვები, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დღეს წარედგინა დავითს ბრალი, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომელიც იმყოფებოდა ერთ-ერთ ავტობუსში. ეს არის ბრალდების შინაარსი და თითქოს, ამის გამო იგი უნდა იყოს დაპატიმრებული", - ამბობს ადვოკატი

ადვოკატის თქმით დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

"ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის", - დასძენს ადვოკატი

კირკიტაძე ორი დღის წინ დააკავეს, 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში და მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×