რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის 11 დეკემბრის მონაცემებით, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 90 მძღოლს ამოეწურა, შესაბამისად, მათ მართვის უფლება შეუჩერდათ. 994 108 პირს კი, 100-ვე ქულა შენარჩუნებული აქვს. ინფორმაცია "პირველ არხი" ავრცელებს.

მართვის მოწმობას ამ მომენტისთვის ქვეყანაში 1230 689 პირი ფლობს. შესაბამისად, დარიცხული ქულიდან არც ერთი არ ჩამოკლებია მძღოლების დაახლოებით 81 პროცენტს.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა და სხვადასხვა დარღვევაზე ქულათა გარკვეული რაოდენობის ჩამოჭრას ითვალისწინებს. ქულების განულების შემთხვეევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება. მის დასაბრუნებლად შეუძლია, გამოცდა ჩააბაროს ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.

ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×