რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახი კალაძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ "ერთ მშვენიერ დღეს" ოპოციზიაში აღმოჩნდეს.

„მომიწევს გახსენება წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, აქ სიახლეს და რაღაც განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

შესაბამისად, მე, როდესაც ვარ ხელისუფლებაში დაწარმოვადგენ ხელისუფლებას ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით, ქმედებებით, იმ საქმიანობით, რაზეც ვარ პასუხისმგებელი, ვიყოთ სამაგალითოები. მე იგივე დამოკიდებულება მქონდა, როდესაც ვიყავი ოპოზიციაში",-განაცხადა კალაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×