რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს, რომელიც ორი დღის წინ, ინაუგურაციის დღეს განვითარებული მოვლენების შედეგად დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავება. დღესვე უნდა გაიმართოს სასამართლო სხდომა, სადაც საქმის მოსამართლე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ადვოკატი ამბობს, რომ არ არსებობს პატიმრობის მოთხოვნის არანაირი საფუძველი.

თავად დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და უკვე ორი დღეა, თელავის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×