რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) იქნება პერმანენტული, უწყვეტი აქციები, იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა, ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ დავუთმობთ საქართველოს საჯიჯგნად, - ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დღეს დავით კირკიტაძეს არ გაათავისუფლებს, აქციები არ შეწყდება.

„დღევანდელი დღის კონკრეტული მოთხოვნაა დავით კირკიტაძის გათავისუფლება. მიიღებს დღეს საასამართლო სამარცხვინო გადაწყვეტილებას? კიდევ ერთხელ დაადასტურებს ოფიციალურად, რომ თავისუფალი ნება, სიტყვის გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლება შეგვეზღუდება? კიდევ ერთხელ გვეტყვის ივანიშვილი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო? მიიღებს უარესს! ეს არ დამთავრდება! იქნება პერმანენტული, უწყვეტი აქციები, იქნება წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ დავუთმობთ საქართველოს საჯიჯგნად", - განაცხადა ხაბაზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×