რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში შეხვდა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. ბესელიას დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუმცა ასევე აღნიშნა ის, რომ „მეგობრული შეხვედრა" იყო.

„სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. როდესაც ქალბატონი სალომე პარლამენტის წევრი იყო, მისი სამუშაო ოთახი ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო და და ბევრ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ხოლმე სამუშაო შეხვედრები. ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი, ეს მუდმივად ერთამანეთთან დაკავშირებული პროცესია", - განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×