რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის აქციის გასამართად ემზადება. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გურჯაანის სასამართლოს წინ დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციურიად განწყობილ მოქალაქეებს ყველა კონსტიტუციური უფლება დაურღვია და ამაზე პროტესტის გამოხატვის გამო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავა.

"კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, კირკიტაძე გაიქცეოდა? სამი წელი იარა სასამართლოში და თუ კანონს კითხვები აქვს ისევ ივლიდა."- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით კირკიტაძე ამ დრომდე თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მასთან უკვე შევიდა მისი ადვოკატი უახლოეს წუთებში მას ბრალს წაუყენებენ.

დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად მეორე დღეა შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×