(რეზონანსი) ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი დავით კაჭარავა ფიგურირებს, სამი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა დ.კ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ი.რ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს შორის, რა დროსაც დ.კ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ზ.რ.-მ და დ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.