რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე იმყოფებოდა, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

დღეს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული მოხდეს გამოძიების ფარგლებში რომელიმე პირის დაკავება.

„გამორიცხული არაფერია. ბატონმა ზაზამ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რისი გაცემის შესაძლებლობა და რა მოცულობითაც მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას კანონი გვაძლევდა, სამინისტრო, როგორც კი უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×