რეზონანსი
19.12.2018

 (რეზონანსი) დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მოსახლეობას საინტერესო სანახაობა და გრანდიოზული ცერემონიალი ელოდება.

„22 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით.

საკმაოდ საინტერესო იქნება და კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ 22-ში, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×