რეზონანსი
19.12.2018

 ტელეკომპანია "იბერიას" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პაატა ბურჭულაძის თაობაზე მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

"მე სულ არ მაინტერესებს ბურჭულაძე სად იმღერებს. მაგრამ ვისაც გაინტერესებთ და გიკვირთ, აგერ თქვენ მიხაილოვსკის თეატრის წესდების პირველი გვერდი. ეს არის საბიუჯეტო ორგანიზაცა, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ერთი წლის მანძილზე (2017-18) ბურჭულაძე ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და ხელფასს იღებდა რუსეთის ბიუჯეტიდან. ჰოდა, ახლა რატომ გადაირიეთ მართლა არ მესმის.  ისე შეიცხადეთ ბურჭულაძის რუსეთში სიმღერა, თითქოს მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არ ყოფილიყოს ბოლო დრომდე და რამდენიმე თვის წინ დიდი ზარზეიმით იუბილე არ გადაეხადოთ“, - წერს ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×