რეზონანსი
19.12.2018

 თბილისის მერი კახა კა­ლა­ძე მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მი­ვიდ­ნენ, საჭ­მლით გა­უ­მას­პინ­ძლდა. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას ფო­ტოგ­რა­ფი ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე ავრცელებს:

"თბი­ლი­სის მე­რია სა­ა­ხალ­წლოდ ალა­მა­ზებს ქუ­ჩებს. მე როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ, გა­და­ვი­ღო. რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე აწყო­ბდნენ ნაძ­ვის ხეს. იქვე მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი და თი­თო­ე­ლი ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა ისი­ნი.

ამ დროს მო­ვი­და თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე. იგი ესა­უბ­რა ბავ­შვებს, შემ­დეგ საჭ­მე­ლი შე­უკ­ვე­თა მათ­თვის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და იქვე მათ­თან ერ­თად მი­ირ­თვა.

ამ ის­ტო­რი­ა­ში არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა. ბევ­რი გა­ი­ფიქ­რებს, აბა, რა უნდა ექ­ნაო?! მაგ­რამ ბევრ ფაქტს შევ­სწრე­ბი­ვარ, როცა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც უფიქ­რი­ათ, არც შე­უ­ხე­დავთ ზედ, არა­ნაკ­ლე­ბი თან­ხის თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. ბევ­რს აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბა მაგ­რამ გული?" - წერს ფოტოგრაფი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×