რეზონანსი
19.12.2018

 ახალმა პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ახალი კანდიდატურა უნდა წარადგინოს. "ქართული ოცნება," საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას განიხილავს. მათ შორის კვლავ არის თამარ ჟვანია; ასევე ამ თანამდებობისთვის იბრძვის საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი - ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ოჯახის წევრია.

"კურიერთან" საუბრის დროს ტყემალაძე ადასტურებს ჯავახიშვილთან ნათესაურ კავშირს, თუმცა თემის განხილვაში მის ჩართვას კატეგორიულად უარყოფს. ასევე ერთ-ერთი ვერსიით, ცესკო-ს თავმჯდომარეობა შესაძლოა, შესთავაზონ საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, ეკა სირაძე-დელონეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×