სამი ახალგაზრდა დაიჭრა გვიან ღამით აღმაშენებლის ქუჩაზე. შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.
დაშავებულებს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვთ მიყენებული - მათ შორის ერთი თელავის დედათა მონასტრის წინამძღვრის, მამა გენადის შვილი, გიორგი გოგილაშვილია.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და კრიმინალური პილიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"ნიუპოსტის" ცნობით, არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.