რეზონანსი
19.12.2018

 გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლების მაღალჩინოსნების განმარტებებს ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომ ოპოზიცია გეგმავდა ინაუგურაციის ჩაშლას, რის გამოც მიღებული იყო განსაკუთრებული ზომები.

„ჩვენ არანაირი გეგმა და მიზანი არ გვქონია, რომ ჩაგვეშალა ინაუგურაცია, მაგრამ თვითონ ხელისუფლების შეცდომებმა და უგუნურმა ნაბიჯმა, რაც გააკეთა პიკეტების სახით, ამან გააბახა ინაუგურაცია და ეს კანონზომიერებაა. როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია იმიტომ, რომ ამის პარალელურად მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტი,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, გზები ჩახერგილი იყო სატვირთო მანქანებით, რომელსაც პოლიციის ლოგო არ ჰქონდა. რაც შეეხება კირკიტაძეს, ქარდავას შეფასებით, იგი პოლიტიკური პატიმარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×