რეზონანსი
18.12.2018

 სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი, რომელიც ბანკის ვალების გამო მტკვარში გადახდა 500 ლარით დააჯარიმეს.

“ქალბატონი რომელიც ბანკის ვალების გამო მტკვარში გადახდა 500 ლარით დააჯარიმეს! უშედეგო თვითმკვლელობა ჩვენთან ისჯება 500 ლარის გადახდით” - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

“ნიუპოსტი” კომენტარისთვის შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. უწყება ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს და ის ჯარიმას არ ითვალისწინებს.

სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა დღეს დილით სცადა.  ანა ტყეშელაშვილის განცხადებით,  ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×