რეზონანსი
18.12.2018

 გაერთიანებული წყალმომარაგების კოპანიამ იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტეში  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  შიდა სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 

ამჯერად, ქ. ვანში,სამტრედიასა და ბაღდათის რამდენიმე ქუჩაზე წყლის ინფრასტრუქტურა განახლდა, შედეგად მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი და ხარისხი გაუუმჯობესდა.  კერძოდ,  ვანში თავისუფლების ქუჩაზე მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის შედეგად რადმენიმე ათეული ოჯახი  უწყვეტი წყალმომარაგებაზე გადავიდა. ამორტიზებული წყალმომარაგების მაგისტრალი  ახალი მილებით შეიცვალა ქ.სამტრედიაში, დადიანისა და ნინოშვილის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთზე, რის შედეგად 200-მდე ადამინისთვის სასმელი წყლის გრაფიკი გაუმჯობესდა.  სამტერდიის მუნიციპალიტეტის  სოფელ მელაურში  ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედგეად, მოსახლეობა სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით უკვე სარგებლობს. 

წყლის ინფრასტრუქტურული სამუშაობი დასრულდა ქ. ბაღდათის რამდენიმე ქუჩაზეც.  წერეთლის, თამარ მეფისა და ფურცელაძის, ასევე სოფელი ფერსათის მაცხოვრებლებისთვის სასმელი წყლის  მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×