ყოფილი პატიმარი გვანცა ყუფარაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს და14 წლის შემდეგ აღსრულებულ სამართალს ასე ეხმიანება:
„ადამიანს ერთადერთი შვილი მოუკლეს, 14 წელი, დღე და ღამე შეალია უთანასწორო ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის. აიტანა უსამართლობა, სისასტიკე, ძალადობა, ცინიზმი და ამ ყველაფრის შემდეგ ამ სისასტიკის შემსრულებლებს ( იდეოლოგებს ვერავინ მიწვდა) ისიც არ უნდათ, რომ ხუთი წლით ციხეში ჩასხდნენ. მათი გარეწარი ახლობლები კი ია მეტრეველს აგინებენ. მარტო ამ გინებისთვის არიან საწამებლები ადგილზე და ასჯერ მაინც მაქვს ნათქვამი, რომ სანამ შეურაცხყოფის ინკრიმინირება არ მოხდება, მანამ გაგრძელდება ორგანიზებული მკვლელობები.
თითქოს კმაყოფილი უნდა ვიყო ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ დღეს მეტად ამერია გული სისტემაზე, რომელიც უბრალოდ არაფრის მაქნისია. მადლობის გადახდას არ ვაპირებ არავისთვის. 14 წელი ნატანჯი, ნამდვილად სახელმწიფოსგან შვილმოკლული მშობლების გინების ატანისთვის, რომლებსაც მხოლოდ იმის გამო დევნიან, რომ ვიღაცის დამპალ ახლობელს ხუთი წელი ციხეში ჯდომა არ ეკადრება. ისიც ან იჯდება ამდენ ხანს და ან არა.
ხანდახან ყველა მეზიზღება და ეს სწორედ ის მომენტია !
ათი წელი მომისაჯეს ვიღაც გარეწრის გამო, მართლა უსამართლოდ და ხმა არ ამომიღია განაჩენის მოსმენისას. ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამთ ჩემს მშობლებს. ის ნაგავი კი სიცილით კვდებოდა. მოსამართლეს თავი მაღლა არ აუწევია, დაავლო ფურცლებს ხელი და გაიქცა“ - წერს გვანცა ყუფარაძე.