რეზონანსი
18.12.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის გასვლას მოითხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომებს ასახელებს.

„ნიუპოსტის" ცნობით, ამის შესახებ ოსური დელეგაციის წევრებმა ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომოადგენლობას განუცხადეს.

როგორც სუსი-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, მოთხოვნის საპასუხოდ მათ დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ანტისაოკუპაციო ჯგუფს ატოცში ყოფნის კონსტიტუციური უფლება აქვს.

„ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერტორიაზე და სიტყვის, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ანუ, დეფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს", - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×