რეზონანსი
18.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ სხდომა ფრაქციის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვეს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებოდნენ.

სხდომის დაწყებამდე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს, თუ რა მოხდა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყანაში.

"2-3 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებიდან ხელისუფლებას დასკვნები არ გამოუტანია, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც წინ გველის, ალბათ, ბიუჯეტის განხილვა იქნება. მაშინ შემოგიერთდებით", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა და სხდომა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×