რეზონანსი
18.12.2018

 (რეზონანსი) ხშირად აბრალებენ სუს-ს თვალთვალს, მაგრამ ამის არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ, - ასე პასუხობს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მას და დავით კირკიტაძეს დაკავებამდე სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

მისი თქმით, ეს არის სრული აბსურდი. გომელაურის განცხადებით, ის პირები, რომელზეც მელია საუბრობს, არინ პოლიციის თანამშრომლები და ეს მათმა უფროსმაც დაადასტურა.

"არანაირი საგანგებო რეჟიმი არ არის. ბატონმა მელიამ განაცხადა, რომ ისინი იყვნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არიან და ეს მათმა ხელძღვანელმაც თქვა. ჩვენ ამ საკითხში {კირკიტაძის დაკავება} ჩართულები არ ვყოფილვართ. ეს არის სრული აბსურდი. არაერთხელ მომხდარა დაბრალება, რომ სუს-ი უთვალთვალებთ, თუმცა არცერთი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ დაუდიათ", - აღნიშნა სუს-ის უფროსმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×