რეზონანსი
18.12.2018

 (რეზონანსი) ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, განაცხადა, რომ მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

"აქ ვინც მოაწყეს, კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, თავის ფეხით წასულიყვნენ ციხეში და მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ.

პროკურორი დააზიანეს, რაღაც ესროლეს საფეთქელთან და აცდა, სისხლი მოსდის და დარბაზიდან გაიყვანეს. ეს ამ ავაზაკების კიდევ ერთი დასტურია, რომლებმაც ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე უკანონოდ წაართვეს, შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და სამართლისთვის 15 წელია, ვიბრძვი", - განაცხადა ია მეტრეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×