რეზონანსი
18.12.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ზაზა სარალიძეს ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებულ საგამოძიებო სამუშაოებს და მოპოვებულ მტკიცებულებებს გააცნობენ.

როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის პირადად შეხვდება გამომძიებელს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეს უძღვება. შეხვედრა ზაზა სარალიძის მოთხოვნით იმართება.

„მაინტერესებს რა ეტაპზე არის გაყალბებული საქმე და აყალბებენ თუ რას უშვრებიან კიდევ. ამის იმედი, რომ მქონოდა და რომ მქონდეს გადადგმული უნდა ჰქონდეს ნაბიჯები უკვე. ამდენი ხანი, ერთ წელზე მეტი გავიდა უკვე. ჩემი სურვილით მოვითხოვე შეხვედრა ამათთან. არამარტო ამათთან, პროკურატურასთან.

ჩემმა უფლებადამცველმა გამოუგზავნა ოფიციალური წერილი. შსს დათანხმდა შეხვედრაზე, პროკურატურისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია არც შეხვედრის დასტურზე და არც უარყოფაზე. რა თქმა უნდა მოვითხოვ არამარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×