(რეზონანსი) „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურჯანაძე ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.
„თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდება რევოლუციით. საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ორი კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ისეთ გაყალბებას, როგორიც უკვე გვქონდა.
თუ ოლიგარქი ისევ შეეცდება გაყალბებას, პროცესები გადავა ქუჩაში. მაშინ კი ნამდვილად შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღმოჩნდეს, ასეთია რევოლუციის ბუნება", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და ურჩევს ბიძინა ივანიშვილს, ბევრი დაპირებებიდან ერთ-ერთი მაინც შეასრულოს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.