რეზონანსი
18.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სალომე სამადაშვილსა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოდა.

ოპოზიცია კახეთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შინაგან სამეთა სამინისტროს აკისრებს. კერძოდ, საუბარია ოპოზიციის ლიდერებისა და მხარდამჭერების თელავში არ შეშვებაზე, მომხდარ დაპირისპირებებზე და ოპოზიციის ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავებას.

რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ არის შესაბამისად მისი განხილვა ვერ მოხდებოდა.

ბესელიას განცხადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. კახიძემ და სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×