რეზონანსი
18.12.2018

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, ქუთაისის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა. მისი თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, ქუთაისის მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. წულაიას განმარტებით, 2019 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წერია, რომ ხელფასები მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეზრდებათ.

"ეს არის მოსახლეობის გაღარიბების ბიუჯეტის პროექტი. ეს ადამიანები საერთოდ არ ზრუნავენ ქალაქზე და მათ არ ადარდებთ, ქუთაისის განვითარება. მე მოვუწდებ საკრებულოში მყოფ აფამაინებს, მხარი არ დაუჭირონ ამ ბიუჯეტს,"- განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას საგანგებო ბრიფინგს ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×