რეზონანსი
18.12.2018

 გლდანის ციხის პატიმარი, ოზურგეთელი გ.ფ, რომელიც გათავისუფლების მოთხოვნით უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობდა, გუშინ საღამოს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.  აღნიშნულ კლინიკაში პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გადაიყვანეს.

34 წლის გ.ფ ერთი წლის წინ მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

ერთ თვეზე მეტია პატიმარი საკვებს პროტესტის ნიშნად არ იღებდა. მან უარი განაცხადა მედიკამენტოზურ მკურნალობაზეც.

"გურიის მოამბის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჯანმთრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი ოზურგეთში, კრუპსკაიას ქუჩაზე ცხოვრობდა. მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×